მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:16

15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ა მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერთი დაუცალიერებიეს, რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე? არამედ ჩუენდა მომართ მოსლვითა ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან მარადის სოფელსა შინა იყო, არამედ არა იცნობდა მას სოფელი, და ამისთჳს არცა შეერაცხა იგი მოსრულად, ვინაჲთგან ვერ იცნობდა მას, ხოლო უკუანაჲსკნელ გამოაცხადა თავი თჳსი, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი და ჴორცნი ესე, და ამისთჳს ესევითარსა ამას გამოჩინებასა და განცხადებასა მოსლვად სახელ-სდებს. ხოლო იხილეთ, ვითარ მოწაფესა მას არა სირცხჳლ-უჩნს თქუმად შეურაცხებასა მას მოძღურისასა, ვითარმედ: „ა...

სრულად ნახვა