1.სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.2.მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,3.არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,4.თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით,5.(რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?),6.არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს.7.უნდა ჰქონდეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.8.დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,9.რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.10.ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება.11.მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი.12.დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.13.ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.14.ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.15.მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.16.უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.
„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().
...ვენ. ამით ისინი მცირე საზღაურს კი არ მიიღებენ, არამედ მეტად დიდს, რადგან ქრისტესთვის მოღვაწეები აღზარდეს.ხოლო სიწმიდეს სწორ ცხოვრებას უწოდებს, კდემულებას კი — წესიერებას.
„სარწმუნო არს სიტყუაჲ“ ().ეს ზემოთქმულს ეხება და არა სიტყვებს: „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ ().რადგან ეს საეჭვო იყო, ამიტომ ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ მამებიც შეძლებენ შვილთა სათნოებით სარგებლობას და დედებიც, როცა მათ კარგად აღზრდიან.მაშ რა, თუ თავად დედა ბოროტია და უთვალავი ბოროტებით სავსე?ნუთუ შვილთა აღზრდის გამო სარგებელს მიიღებს?განა უფრო მოსალოდნელი არ არის, რომ მათაც თავის მსგავსად აღზრდის?ამას სათნო დედაკაცზე ამბობს და არა ნებისმიერ ქალზე: ის ამისთვისაც დიდ საზღაურსა და...
...ებისათვის, და დიდად უწყობს ხელს, როცა წინამდგომნი სწავლების უნარის მქონენი არიან; ხოლო თუ ეს არ არის, ეკლესიებში ბევრი რამ იღუპება. ამიტომაც, სხვებთან ერთად, სტუმართმოყვარესთან, შემწყნარებელთან და ბრალდებისთვის მიუწვდომელთან ერთად, ამასაც ჩამოთვლის და ამბობს: „სწავლულ“ ().
სხვაგვარად რატომღა ეწოდება მოძღვარი?დიახ, ამბობს იგი, რათა ცხოვრებით ასწავლიდეს სათნოებრივ სიბრძნეს.მაშასადამე, ეს ყველაფერი ზედმეტი ყოფილა, და წინსვლისათვის სიტყვიერი სწავლება საჭირო აღარ ყოფილა.მაშ, პავლე როგორღა ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ()?რადგან, როცა საუბარი დოგმატებს ეხება, აქ ცხოვრების წესს რა ძალა აქვს?მაგრამ რომელ სიტყვას გულისხმობს?არა მაღალფარდოვანს, არც გარეგანი სიტურფით შემკულს, არამედ იმას, რომელსაც სულის დიდი ძალა აქვს შეძენილი, რომელიც სავსეა გონიერები...
.... მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, ასაკს არსად აკონკრეტებს.ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს აუცილებელი იყოს შვილებისა და ცოლის ყოლა; არამედ იმას გულისხმობს, რომ, თუ ოდესმე საერო პირთაგან ვინმე მოსაყვანი იქნებოდა, ასეთ კაცს უნდა სცოდნოდა სახლის, შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.
რადგან, თუ იგი საერო კაციც იყოს და ამ საქმეებშიც გამოსადეგი არ აღმოჩნდა, როგორ მიენდობოდა მას ეკლესიაზე ზრუნვა?მაგრამ, იტყვის ვინმე, რის გამო სწერდა მოწაფეს, რომელიც უკვე სწავლებისთვის იყო განწესებული?განა იგი ჯერ სრულად არ უნდა მომზადებულიყო და შემდეგ გაგზავნილიყო?მაგრამ ტიმოთეს სჭირდებოდა არა ის სწავლება, რომელიც მოწაფეებს სჭირდებათ, არამედ ის, რომელიც მოძღვარს შეჰფერის.მაშ, იხილე, მთელი ეპისტოლის განმავლო...