მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:15

14. ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.15. რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.16. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
15. რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.
ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ ().

1.

პავლემ ქვრივების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მათი ასაკიც განსაზღვრა, როცა თქვა: „ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ“ (), და ქვრივის თვისებაც გვასწავლა, როცა თქვა: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). აქ კი კვლავ ამბობს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე“ (<span...

სრულად ნახვა
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...წულებაზე და არც იმას ამბობს, ქალწულებს პატივი ეციო? იმიტომ, რომ მგონია, მაშინ ან საერთოდ არ იყვნენ, ან კიდეც დაცემულიყვნენ. რადგან ამბობს: „რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა“ ().

ამბობს: „ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა“ (). მაშ, შესაძლებელია, ქმარი არ ჰყავდეს და მაინც ქვრივი არ იყოს. რამეთუ როგორც ქალწულს ქალწულად მხოლოდ ის არ ხდის, რომ ქორწინება არ უგემია, არამედ კიდევ ბევრი რამ სჭირდება: უმწიკვლოება, დაუფანტავი მყოფობა; ასევე ქვრივსაც უბრალოდ ქმრის უქონლობა კი არ ხდის , არამედ უმანკოებით შეზავებული მოთმინება და ყოველივესგან განმარტოება. სწორედ ასეთი ქვრივების პატივისცემას შეაგონებს, მართებულადაც; რამეთუ მარტო დარჩენილებს დიდი პატივი სჭირდებათ; ქმრები არ ჰყავთ, ვინც მათ დაიცავდა; და ეს მდგომარეობა ბევრს საყვედურის ღირსად და უბედურად ეჩვენება....

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივობის კრძალულება და მოწყალების მზადყოფნა:

...ება შეერთება კი არ არის, არამედ ზედმეტ საქმეებში ჩარევა. შენ კი იმას, რაც ბოროტება არ არის, არ აკეთებ; ხოლო იმას, რაც განურჩეველი კი არა, ბრალდების ქვეშ მყოფია, იტვირთავ. ამიტომაც „რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ (); რადგან მათ არ იცოდნენ, როგორ ექვრივათ კეთილად. გსურს გაიგო, რა არის ქვრივი და რა არის ქვრივის ღირსება? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა.“ (). რადგან, როცა ქმრის სიკვდილის შემდეგ დიდძალი სიმდიდრის ტვირთით ხარ გარემოცული, ბუნებრივია, ქვრივობას ვერ იტვირთავ. ამიტომ გადაიტანე ეს სიმდიდრე ცაში და ქვრივობის ტვირთი შენთვის სატარებელი გახდება. მაშ რა, ამბობს იგი, თუ მყავს შვილები, მამისეული ქონების მემკვიდრეები? ი...

სრულად ნახვა