1.გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.2.დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ,3.და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;4.ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
5.როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:6.მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.7.ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?8.ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს.9.როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.10.მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;11.და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.12.უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.13.და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.14.მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.15.ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.16.გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.17.და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.18.მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.19.მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.20.ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.21.მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.22.ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.23.ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.24.დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.25.და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.26.შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.27.მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.28.ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.29.და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:30.როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.31.ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.32.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.33.ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.34.ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.35.რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.36.მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.37.დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.38.და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.
1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც...
და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსაფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი,რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვითქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასაშესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვესშესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგანთვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).
აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება...
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი:
...ვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.
ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სიყუარული მისი, რაჲთა მანცა აღგჳარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თჳსისა აღიარებდეს ღირსთა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისა...
...ლევს და ისეთ სიუხვეს გამოავლენს, რომელიც უზომოდ აღემატება ჩვენს დამსახურებას.
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს
და ასე იქცევა იგი ყველა ჩვენი შესაწირავის მიმართ. რა არის, მითხარი, ორ ლეპტაზე უმნიშვნელო? მაგრამ ღმერთმა ისე განაგო, რომ ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა შეწირა, დღემდე იდიდება ამის გამო მთელ ქვეყნიერებაზე (). და რას ვამბობ ორ ლეპტაზე? თუ ვინმე მწყურვალს ერთ ჭიქა ცივ წყალსაც კი მიაწვდის, ამისთვისაც ღმერთი დიდ ჯილდოს განუმზადებს, რადგან სათნოების აღმასრულებლებს ყოველთვის გულის განწყობის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:
...რაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ; ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამეთუ უკუეთუმცა შემდგომად სულისა მოსლვისა ასმიოდამცა და თავს-ედვა ესე ყოველი, ვთქუთმცა, თუ მადლი იგი იქმო...