მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:18

17. ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.18. რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.19. ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
18. რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.
ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ ().

1.

პავლემ ქვრივების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მათი ასაკიც განსაზღვრა, როცა თქვა: „ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ“ (), და ქვრივის თვისებაც გვასწავლა, როცა თქვა: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). აქ კი კვლავ ამბობს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე“ (<span...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ვის მოყვარული ხდება. მოწყალება კი მხოლოდ მათთვის არის მიცემული, ვინც ხელთა შრომით საკუთარ თავს ვერ შეეწევა, ან მათთვის, ვინც ასწავლის და მთლიანად სწავლების სიტყვით არის დაკავებული. რადგან ამბობს: „ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი“ (); და კიდევ: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.“ (). ამიტომ არც ეს კაცი არის უქმი, არამედ შრომის, და თანაც დიდი შრომის, საზღაურს იღებს. მაგრამ უქმად მყოფის ლოცვა და მარხვა ხელთა საქმე არ არის; რადგან აქ შრომას ხელით შესრულებულს უწოდებს. და რათა ასეთი რამ არ იეჭვო, დაურთო: „არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ.“ ().

„ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა“ (). რადგან ძალიან მკაცრად შეეხო მათ, სურდა, სიტყვა უფრო ნაზი გაეხადა და დაურთო: **„უფ...

სრულად ნახვა