...დებელისა მის; რამეთუ უკუეთუ უჴორცოთა ბუნებასა, რომელნი დაბადებულნივე არიან, ვერ შემძლებელ ვართ ხილვად განცხადებულად, და ესე მრავალგზის გამოჩინებულ არს ანგელოზთა მიერ, მაშა უჴორცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგ...
1 ტიმოთეს მიმართ 6:16
15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6