თარგმანი: არა უწოდს ჭირად, არამედ სიკუდილად, რაჲთა გამოაჩინოს სიმძიმე მისი; და კუალად, აღდგომასა გუამთასა დაუმტკიცებს, ვითარმედ: რაჲსა ურწმუნო არიან ვიეთნიმე მკუდართა აღდგომისათჳს, რამეთუ აჰა მისცა ღმერთმან სახედ ჩუენი ყოვლით კერძო მომკუდართაჲ, მხოლოდ მის მიერ განცხოველებაჲ.
9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1