მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:11

10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს (1,10-11).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველი ცხორებაჲ პავლესი განმზადებაჲ იყო ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევისა და მოლოდებისათჳს, რომელთაგან ჴსნასა გულპყრობილ არს. ამას თანა —სიმდაბლეცა გონებისა მისისაჲ; ვითარ კორინთელთა ლოცვისა თანაშემწეობასა ითხოვს, ერთბამად ორთა განმსწავლელად: მოძღუართა, ვითარმედ: უჴმს ლოცვაჲ მოწაფეთაჲ; და მოწაფეთა — ვითარმედ: თანამდებ არიან ლოცვად მოძღუართათჳს.

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...ს საქმეებზე ვზრუნავთ. ევედრეთ თითოეული, პირადადაც და ერთადაც.

იხილე პავლე, რომელიც ამბობს: „თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს." (); ესე იგი, რათა ღმერთმა მრავალთ მისცეს მადლი. თუ ადამიანთა შორის ხალხი მივიდა და სასიკვდილოდ წაყვანილი მსჯავრდებულნი გამოითხოვა, მეფემ კი, სიმრავლისგან მორიდებულმა, თავისი განაჩენი შეცვალა, გაცილებით მეტად ღმერთიც შეიწყნარებს თქვენს ვედრებას — არა სიმრავლის გამო, არამედ სათნოების გამო. რადგან სასტიკი მტერი გვყავს. თქვენგან თითოეული თავისას ზრუნავს და ფიქრობს, ჩვენ კი — ყველასი ერთად; ბრძოლის იმ მხარეს ვდგავართ, სადაც ტვირთი ყველაზე მძიმეა. ეშმაკი უფრო სასტიკად იარაღდება ჩვენს წინააღმდეგ. ომებშიც ხომ მოწინააღმდეგე უწინარეს ყოვლისა მხედართმთავრის დამხობას ცდილობს. ამიტომ იქ ყველა თანამებრძოლი მისკენ მირბის...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...უ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“** (); და კვლავ: „თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს“ (). შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“

ხოლო თუ უქმად ვართ, ვერც ერთი მლოცველი ვერ შეძლებს, სარგებელი მოგვიტანოს. რა არგო იერემიამ იუდეველებს? განა მესამედ არ მივიდა ღმერთთან და მესამედ არ მოისმინა ეს აკრძალვა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო“ ()4? რა არგო საულს სამუელმა? განა უკანასკნელ დღემდე არ გლოვობდა მასზე და უბრალოდ ლოცვით კი არ შემოიფარგლებოდა?...

სრულად ნახვა