თარგმანი: ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ამისთჳს მომლოდეობაჲ იგი პავლეს გონებითა განჩინებულისა სიკუდილისაჲ ღმერთმან თანა-წარჰჴადა. ხოლო ამას ნუვინ ჰგონებს, ვითარმედ ამისღა სახისა მიერ განისწავლა მარადის სასოებით მოთმინებად განმზადებული მოციქული, არა მინდობად თავისა, არამედ ღმრთისა. ესე მისთჳს ნუ იყოფინ! არამედ სახე ესე მის ზედა ქმნილისა ჭირთაგან ჴსნისაჲ სხუათა კაცთა მასწავლელ არს ღმრთისა მიმართ დადებად სასოებისა, დაღაცათუ უზეშთაესი ამათ მოსწავლეობათაჲ, და ყოველთა მასწავლელი თავი თჳსი მოციქულმან მოსწავლეთა თანა ესევითარისათა შეჰრთო, ყოვლად სიმდაბლითა გონებისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 1:9
8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;
2 კორინთელთა მიმართ თავი 1