თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას ებისტოლესა შინა აღეთქუა კორინთელთადა მისლვაჲ მათდა, ამისთჳს აწ მადლობისაგან ღმრთისა აუწყებს მათ მიზეზსა დაყოვნებისასა, ვითარმედ ჭირთა შინა იყო და აწღა გამოიჴსნა. ხოლო არა იტყჳს სრულიად გამოჴსნასა, რამეთუ უწყის სარგებელი ჭირთა შემთხუევისაჲ, და მარადის განმზადებულ არს თავს-დებად მათდა, არამედ ამისთჳს ოდენ ჰმადლობს, ვითარ ყოველსავე თანა განმრავლებასა ჭირთასა განამრავლებს ნუგეშინის-ცემასაცა, რაჲთა ადვილად და შეუწუხებელად თავსდებითა ჭირთაჲთა მოვიგოთ გჳრგჳნი მოთმინებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 1:4
3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1