თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ სხუათა მიერისა წიგნისა არა მოქენე ვართ საწამებელად თქუენდა მიმართ, არამედ თქუენცა კმა-გიყოფთ წიგნად საწამებელად სხუათა მიმართ, რომელი-ესე დიდ საქადულ არს მოძღურისა —კეთილად წარმართებულებაჲ მოწაფეთა მისთაჲ, და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს არა თავსა თჳსსა, არამედ უფალსა მიაჩემებდეს წარმართებულებასა მათსა.
2 კორინთელთა მიმართ 3:2
1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან?2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3