თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად უმაღლესობასა თანა ახლისასა უფროჲს ძუელისა მის, უეჭუელი უმაღლესობაჲ მიეცემოდა ქადაგთა ამისთა უფროჲს მოსესსა, ამისთჳს ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებს, ვითარმედ: ვითარ-იგი თჳთ უმაღლესობაჲ ესე ახლისა ამის შჯულისაჲ, ეგრეთვე უდიდებულესობაჲცა ქადაგთა მისთაჲ ღმრთისა მიერვე არს, და არა ხოლო სხუასა რასმე, არამედ ვერცაღა უმაღლესობასა ამისსა შემძლებელ ვართ ცნობად, არა თუ ღმერთმან ქრისტეს მიერ მასწაოს ჩუენ, მამამან ძისა მიერ, რომელი-იგი არს შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ და მომცემელი გულისჴმის-ყოფისა სიტყჳსა და ძალისაჲ ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათა, რაჲთა კმა იყვნენ ღირსებით მითხრობად სახარებასა მისსა.
2 კორინთელთა მიმართ 3:6
5. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი;6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -
2 კორინთელთა მიმართ თავი 3