თარგმანი: ამიერითგან საზარელ ჰყოფს სიტყუასა მოჴსენებითა საზარელთა მათ საყდართაჲთა, სადა-იგი არა ხოლო შემაწუხებელთა, არამედ კეთილისა სასოებისაცა სიტყუათა ურთიერთას განჰზავებს, რამეთუ ვინაჲთგან არა ყოველთა კეთილისა ოდენ, არამედ ვიეთმე ბოროტისაცა ორღანო და მსახურ ექმნნეს ჴორცნი სულსა. ამისთჳსცა მის თანავე იზიარებს მათ სული მისაგებელსა საქმეთაებრსა, რაჲცა რაჲ ზოგად ექმნეს სოფელსა ამას შინა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რომელნი გმობენ არა ამათვე ჴორცთა აღდგომასა, რომელი-ესე ნუ იყოფინ, ვითარმცა სხუათა ჴორცთა ეცოდა და სხუანი იტანჯებოდეს; არცა სხჳსა კეთილისმოქმედებათათჳს იდიდებინ სხუაჲ; არამედ მოციქული ამას მოგუცემს მტკიცედ პყრობად, ვითარმედ: ამათვე ჴორცთაგან მოვიღოთ, ესე იგი არს არა სხუათა ჴორცთა, არამედ ამათვე თანა მოიღოს სულმან მისაგებელი ზოგად ქმნილისაჲ ერთად, კეთილისა გინა ბოროტისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 5:10
9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5