მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:15

14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოსწყდეს, და ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა (5,14-15).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიყუარული იგი ქრისტესი აღმძრავს ჩუენ თავს-დებად ყოველთავე ჭირთა, რაჟამს ესე გულად-ვიღოთ, ვითარმედ ჩუენ ყოველთა ადამის მიერ მომწყდართათჳს, რამეთუ ყოველნი კაცნი მომწყდარ ვიყვენით, ერთი იგი მოკუდა. და ყოველთათჳს მოკუდა, რაჲსაღამცა სხჳსათჳს; თჳნიერ რაჲთა გამოჴსნასა თანა ესეცა სახე მოგუცეს, რაჲთა კაცად-კაცადი ჩუენი არა თავისა თჳსისასა ვეძიებდეთ, არამედ მისთჳს, რომელი ჩუენთჳს მოკუდა და აღდგა, და მის მიერ ძმათა ჩუენთათჳს ვიჴმარებდეთ ყოველსავე ჩუენსა, ცხორებასაცა და სი კუდილსაცა. რამეთუ სამნი სახენი არიან რომელთა მიერ თანამდებ ვართ ჩუენ ღმრთისა, რაჲთა ყოველსავე სადიდებელად მისსა ვიქმოდით. პირველად, რამეთუ მან შემქმნნა ჩუენ. მეორედ, რამეთუ მოკუდა ჩუენთჳს. მესამედ, რამეთუ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომელ არიან ჴორცნი მისნი, აღადგინნა და ზეცად აღიყვანნა, რაჲთა შენ მუნ აღგიყვანოს, სადა-იგი არს დასაბამი შენი. იხილე, სადა აღმიყვანნა სიტყუამან მოციქულისამან, რამეთუ, რაისათჳსღა სხჳსა საჴმარ იქმნა განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, არა თუმცა მის მიერ განგებულ იყო განახლებაჲ და ცხორებაჲ ჩუენი?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის