1.რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.2.მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.3.მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.4.ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.5.სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.6.ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.7.რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.8.მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.9.ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.10.რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.11.და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.12.მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.13.რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.14.ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.15.მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.16.ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.17.ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.18.ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.19.რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.20.ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,21.რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:
...ეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.
ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.
ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“. ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.
არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.
აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:
...ვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.
ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და არა უწყით ჯეროვნად არცა ნეტარებაჲ იგი, რომელსა დავაკლდით, არცა უბადრუკებაჲ ესე, რომელსა შთავცჳვენით, გუაქუს კუალად მიზეზი გლოჲსაჲ - სიმრავლე ესე ცოდვათა ჩუენთაჲ და აურაცხელთა ამათ ვნებათაჲ, რომელნი გუმძლავრობენ და, ვითარცა მონათა და ტყუეთა, ესრეთ მორჩილებად თჳსა მიგჳზიდვენ.
ვიგლოვდეთ უკუე და ვტიროდით, რაჲთა მოგუხედნეს მეუფემან წყალობით და მოგუანიჭოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ მწარისა მისგან მონებისა ვნებათაჲსა და ღირს-გუყვნეს ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა საუკუნესა, რამეთუ „ჰნებავს მას ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას...
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):
...შიში არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ თავად უნდა ვივარჯიშოთ სათნოების ღვაწლში; მაშინ ამისგან არანაირი ზიანი არ მოგვადგება. თითოეული ან გვირგვინდება, ან ისჯება იმის მიხედვით, თავად რა ქმნა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (), და კვლავ: „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (). ეს ყველაფერი რომ ვიცით, ყოველგვარი უზრუნველობა მივატოვოთ და მთელი ჩვენი ძალა სათნოებას მივუძღვნათ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვიმყოფებით, სანამ სანახაობა არ დასრულებულა; ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ ამ ხანმოკლე დროში სათნოების ღვაწლი აღვასრულოთ და დაუსრულებელ საუკუნეში ჯილდო მივიღოთ. აი, მართალი ლოტიც, თუმცა ასეთი უამრავი მანკიერი ადამიანის შორის ცხოვრობდა და არც ერთი მიმბაძველი არ ჰყავდა თავისი სათნოებისა, პირიქით, ხედავდა, რომ ყველანი დასცინოდნენ და ეკიცხებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ არ დასუსტდა სათნოებაში, არამედ ისე გაბრწყინდა, რომ ანგელოზების მიღებაც კი იმსახურა, და, როცა ყველანი სრულიად დაიღუპნენ, მხოლოდ ის ერთი ასულებთან ერთად გადაურჩა ქალაქს დატეხილ სასჯელს. მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ....