მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:11

10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო (6,11).:

თარგმანი: ვინაჲთგან წარმოასრულა თხრობაჲ მოქალაქობისა და ღუაწლთა თჳსთაჲ, და ენება დაწყებაჲ სიტყუათა სწავლისათაჲ, რაჲთა სახედ მიცემასა თანა თავისა თჳსისასა სიტყუანიცა სწავლისანი წინა-უყვნეს მათ, ამისთჳს დასაბამად სიტყჳსა განუცხადებს საზომსა სიყუარულისასა, რომელი აქუს მათდა მიმართ, ვითარმედ: ესოდენ მიყუართ, რომელ არა ჰნებავს პირსა ჩემსა, რაჲთამცა არა სამარადისოდ აღებულ იყო თქუენდა მიმართ მეტყუელებად.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო (6,11).:

თარგმანი: ვერ თავს-ვიდებთ, რაჲთამცა დავიდუმეთ, არამედ მარადის გეტყჳთ უმჯობესსა და კეთილსა კადნიერებით, ვითარცა საყუარელთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის