მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:10

9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის (6,10).:

თარგმანი: იხილე ახოვნებაჲ სულისა მის სამოციქულოჲსაჲ; ვითარ ესოდენნი ძჳრნი შეემთხუეოდეს წინააღმდგომთა მიერ, რომელთაგან საგონებელ იყო შეწუხებად, ხოლო იგი, არა ოდენ შეუწუხებელად, არამედ ფრიადითაცა მხიარულებითა თავს-იდებდა ყოველსავე, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის ყოველივე იგი.

ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რდება, რადგან საზრდოსთვის ხელებიც ჰყოფნის; როგორც ამბობს: „საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (). ამას ის ამბობდა, ვინც ამბობდა: „ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“ (); ის, ვინც ლისტრაში მცხოვრებთა მიერ ღმერთად იქნა მიჩნეული.

თუ გინდა, ამქვეყნიურს ეწიო, ზეცა ეძებე; თუ გინდა აქაურითაც ისარგებლო, აქაურიც არად ჩააგდე. რადგან, როგორც ამბობს: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (). რატომ გიკვირს მცირე რამ? რატომ პირდაღებული შეჰყურებ იმას, რაც სიტყვადაც არ ღირს? როდემდე იქნები ღარიბი? როდემდე იქნები გლახაკი? აღაპყარ მზერა ზეცისკენ, იქაური სიმდიდრე გაიაზრე, ოქრო სასაცილოდ აიგდე, შეიტყვე, რა ზომისაა მისი გამოყენება....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...ა უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.

და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად, და მივემ-თხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა