თარგმანი: ესე არს საღმრთოდ შეწუხებაჲ, რაჲთა განიშოროს კაცმან ყოველივე შემაწუხებელი ღმრთისაჲ, ვითარ-იგი კორინთელთა შეცოდებული იგი სიტყჳთა მოციქულისაჲთა, რომლისათჳს უკუეთუმცა არა მიეწერა მათდა, მიზეზ ზღვევისა და დაჭირვებისა ექმნებოდა მათ, ვითარცა არა-მცემელი მიზეზსა სინანულისასა სიტყუათა მიერ მხილებისათა.
2 კორინთელთა მიმართ 7:10
9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7