თარგმანი: ვიეთნიმე ლუკაჲსთჳს თქუმულად იტყჳან სიტყუასა ამას, ვითარმცა მას შეეტყუებოდა ქებაჲ სახარებისაჲ, ვითარცა აღმწერელსა სახარებისასა, ხოლო ვიეთნიმე — ბარნაბაჲსთჳს, რამეთუ უწერელიცა ქადაგებაჲ სახარებად სახელ-იდების; და შემდგომი ესე უფროჲს შეეტყუების, რამეთუ შემდგომნი სიტყუანი ბარნაბას უფროჲს შეეტყუებიან, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგი არს სახარებისაჲ, არამედ ქებულიცა ქადაგებასა შინა მისსა. ხოლო ქებაჲ იგი არა ერთისა ვისგანმე, არამედ ყოველთა მიერ ეკლესიათა უსარწმუნოეს არს.
2 კორინთელთა მიმართ 8:18
17. რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ.18. მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8