თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგად სახარებისა გამოცდილ არს ესე, არამედ ჴელთდასხმულცა არს ეკლესიათაგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანამავალად ჩუენდა, და ზიარ ყოფად ჭირთა ჩუენთა, არა ლიტონითა და კაცთა მიერითა ოდენ ჴელთდასხმითა, არამედ მადლისა მის მიერ კურთხევითა, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ; რაჲთა ესე იყოს მიმთუალველი საჴმართა მათ, თქუენგან ქველისსაქმედ შეკრებულთა, და რაჲთა სარწმუნო-ყოფითა ამისითა უმეტესად იდიდოს ქრისტე, და თქუენ უგულსმოდგინეს იქმნნეთ სახელისა მისისათჳს შეკრებასა საჴმართასა.
2 კორინთელთა მიმართ 8:19
18. მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.20. თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8