თარგმანი: იხილე თანაშთამომავალი იგი ყოველთაჲ სიმდაბლე გონებისა მისისაჲ; ვითარ არა იტყჳს, ვითარმედ: "ვინაჲთგან სჳნიდისი ჩემი მართალ არს წინაშე უფლისა, უტეო კუმინვად მგონებელი იგი ჩემთჳს და მეჭუელი ბოროტისაჲ", არამედ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "წინა-განვემზადები კეთილის საქმედ; არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე უძლურებისაცა ძმათაჲსა, რაჲთა განვკურნნე და გულსავსე ვყვნე ჩემდა მომართისა იჭჳსაგან.
2 კორინთელთა მიმართ 8:21
20. თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით.21. რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8