მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:4

3. ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუუკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი, და ვპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, — რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, — ამის ჯერისათჳს სიქადულისა (9,4).:

თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჲთა არა, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი, და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, სირცხჳლეულ ვიქმნნეთ ჩუენ, (რაჲთა არა ვთქუა, ვითარმედ: "თქუენ") გუამსა ზედა ამის სიქადულისასა. რამეთუ კრძალულებით ჰყოფს სიტყუასა მხილებისასა ღონისძიებით შერცხჳნებითა უძლურთა მათ და ლიტონთა ერთაჲთა, რაჲთა დაღაცათუ სხჳსა არარაჲსათჳს, მებრვე ამისთჳს წინა-განემზადნენ, რაჲთა არა რაჟამს მას თანა მიჰყვენ მაკედონელნი, და იხილნენ იგინი განუმზადებელნი, სირცხჳლეულ იქმნეს პავლე, რომელმან იქადა განმზადებულ ყოფაჲ განუმზადებელთაჲ მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს: რაჲთა არა ვთქუა, ვითარმედ "თქუენ"; ვითარმედ გერიდები თქუენ სიტყუად ამას, რამეთუ თქუენცა ჩემ თანა სირცხჳლეულ ყოფად ხართ, რაჟამს გუამ არა აქუნდეს სიტყუასა სიქადულისა ჩემისასა, რამეთუ თითოეულისა სიტყჳსა გუამ არს საქმით ქმნაჲ სიტყჳთ თქუმულისაჲ. ვინაჲცა ზოგად სირცხჳლეულ ვიქმნებით, არა სხუასა რასმე ზედა, არამედ ამას ოდენ გუამსა მოწყალებისასა, რაჟამს ასოთა სიტყჳსა ჩემისათა არა მისცეთ თქუენ გუამი საქმისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის