...როტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“** (). დავითიც, როდესაც სემეიმ დაწყევლა, ამბობდა: „აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი“ (). და ყველგან საღვთო წერილში ვპოვებთ, რომ მათ, ვინც ჭირებს მადლიერებით იტანენ, არა მხოლოდ მრავალი ცოდვა ეხსნებათ, არამედ აქედან ღმრთის წინაშე არამცირე კადნიერებასაც მოიპოვებენ.
„მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი“ (). როცა სულმოკლე ადამიანები განსაკუთრებით ეცემიან და მრავალი მათგანი გმობის სიტყვებსაც ამბობს, სწორედ მაშინ ეს კაცი ყველაზე მეტად სულიერ სიბრძნეს იჩენს, რადგან მოშურნეობის მასწავლებლად ჭირი ჰყავს. ამიტომ, როცა დაინახავ ვინმეს, ვინც ჭირის გამო სასოს წარიკვეთს ან მწარე სიტყვას იტყვის, მიზეზად ჭირი ნუ მიიჩნევ, არამედ ამ სიტყვების მთქმელის სულმოკლეობა. რადგან...