მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:4

3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.5. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" ().

1. საუკუნო სასჯელი და წმიდათა დიდება

ადამიანთა შორის მრავლად არიან ისეთნი, რომელთაც კეთილი სასოებანი არა ცოდვებისაგან თავშეკავებაში აქვთ, არამედ იმაში, რომ გეჰენა, როგორც ითქმის, მეტად მკაცრი არ ჰგონიათ, არამედ მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი, დროებითი და არა საუკუნო; და ამის შესახებ ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მხრიდან შემიძლია წარმოვაჩინო არა მხოლოდ ის, რომ იგი მუქარით ნათქვამზე უფრო ლმობიერი არ არის, არამედ ისიც, რომ ბევრად უფრო მკაცრია, და ეს თვით გეჰენის შესახებ თქმული სიტყვებიდანაც დავასკვნა. მაგრამ ახლა ამის შესახებ სიტყვასაც არ აღვძრავ; რამეთუ საკმარისია შიში თვით შიშველი სიტყვებისგანაც კი, თუნდაც მათი აზრი არ განვმარტოთ. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ." ().

1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ

როცა პირველ წერილში თქვა, რომ „ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა" ()1, და რომ „ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა" (), და რომ „და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი" (), ამ ყველაფრით თავის სურვილს აჩვენებს, რომელიც ჰქონდა, რათა მათთან მისულიყო. ამიტომ, რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის