1.ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.2.და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა?3.მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ:4.ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?5.ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?6.ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.7.და მიუგეს: არ ვიცით, საიდან.8.ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
9.და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.10.როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს.11.ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.12.და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.13.მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო.14.მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.15.ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?16.მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!17.იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?18.ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.19.მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.20.და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
21.ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას;22.გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?23.ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა:24.მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.25.და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.26.ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
27.მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:28.მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი.29.იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.30.მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.31.ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო.32.ბოლოს კი ქალიც მოკვდა.33.მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.34.იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;35.ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;36.თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.37.ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს.38.ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.39.ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.40.და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
41.უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?42.ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,43.ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.44.ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
45.ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:46.ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;47.რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).:
...რავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.
ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.
ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა - რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თანაედვა შეკდიმებაჲ ძისაგან და არა შეიკდიმეს.
ხოლო აქა თქუა: „ვინ არს მონაჲ იგი?“ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მცირედნი იპოვებიან ესევითარნი. ამისთჳსცა ჰნატრის მას. და ვითარმცა ჰნატრიდა, რომელი არა უწყოდა? ჰე, ჭეშმარიტად უწყოდა. არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ძლით იპოვების ესევითარი, ამის-თჳს თქუა: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი“, და შემდგომი ამისი.
ხოლო ამას არა საფასეთათჳს ოდენ ჴორციელთა იტყჳს, არამედ მოძღ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:
...(ლუკ. 13,35) და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“. და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამე-თუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლისავე, და კუალად, რამეთუ პატივ-სცემდა მამასა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა მათ კეთილთა ჩემთა ზედა არა ინებეთ გულისხმის-ყოფად მოსლვაჲ, ამისთჳს, რაჟამს-იგი იტანჯებოდით, მაშინ სცნათ, ვინ ვარ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემ თანა არს მამაჲ“ (8,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მომავლინა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).:
...ი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უფალმან თქუა განჩინებაჲ ესე, და „მათ თქუეს: ნუ იყოფინ! ხოლო თავადმან მიხედნა მათ და თქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელ-თა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?“
ხოლო მათე ესერა იტყჳს, ვითარმედ მათ მისცეს განჩინებაჲ, ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნესო.
გარნა არა ესე წინააღდგომაჲ არს ურთიერთას, რამეთუ ორივე იქმნა. პირველად მათ მისცეს განჩინებაჲ სასჯელისა თჳსისაჲ, ვითარცა ესერა მა-თე გუაუწყებს. მაშინ უფალი ეწამა სიტყუასა მათსა და ჰრქუა: ჰე, წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. მერმე ცნეს მათ სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ მათთჳს იყო, და თქუეს: „ნუ იყოფინ!“
ვითარცა ლუკა იტყჳს. ხოლო უფალმან წინაჲსწარმეტყუელი წინაუყო მათ, რაჲთა დაარწმუნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მის.
ხოლო დაღაცათუ თქუა, თუ: „მისცეს ვენაჴი იგი სხუათა“, არამედ არა გამოაცხადა სახელი წარმართთაჲ, რაჲთა არა სცეს მათ მიზეზი. რამეთუ ვითარცა ოდესმე ნათან უყო დავითს, რაჲთა მან თჳსითა პირითა მისცეს განჩინებაჲ ბრალისა თჳსისაჲ, ეგრეთვე აქა უფალმან იგავი ესე წინაუყო, რაჲთა მათ თქუან თჳსითა პირითა სასჯელი თჳსი, რაჲთა ცნ...