მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:3

2. იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო.3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,
თესალონიკელთა მიმართ ბ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვიდრემდე მოიწიოს განდგომილება იგი პირველად (2,3).:

თარგმანი: ანტესთჳს იტყჳს და მას უწესს განდგომილებად; ამისთჳს, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნეს; და კაცად ურჩულოებისად სახელ-სდებს, რამეთუ მრავალნი ბოროტნი ქმნნეს და აქმნიოს სხუათა და შვილად წარწყმედისად ყვნეს. ხოლო არა თუ ეშმაკი არს იგი, არამედ კაცი იყოს, შემწყნარებელი ყოველსა ეშმაკისა უკეთურებასა, ხოლო იყოს იგი მჴდომ და ტაძარნი წმიდათანი დაარღჳნეს და ბრძანებდეს ღმრთისა წილ თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ ქმნნეს სასწაულნი დიდ-დიდნი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).:

...ა, რომლისათჳს იტყჳს პავლეცა მოციქული ესრეთ: „რაჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი“. და მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“. ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).

არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.

„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარე...

სრულად ნახვა