...ტად ვძღებთ, მეორეს (სულს) კი — შიმშილით სიკვდილად ვაიძულებთ, ორივეს ვავნებთ. ის, რისი მოვლინებითაც ყოველთა მპყრობელი, როგორც უდიდესი რისხვით, ემუქრებოდა ოდესღაც იუდეველ ხალხს, როცა ამბობდა: „გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ" (), და გვასწავლიდა, რომ ის შიმშილი სხეულს ასუსტებს, ეს კი თავად სულს სტანჯავს — სწორედ იმას, რისი მოვლინებითაც უფალი მაშინ მათ სასჯელის ნაცვლად ემუქრებოდა, ახლა ჩვენ ნებაყოფლობით ჩვენს თავზე მოვიზიდავთ, და ისიც მაშინ, როცა ღმერთმა ჩვენზე ესოდენ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა, და მისი განგებულებით ჩვენ, წერილთა კითხვისას, მოძღვართა შეგონებასაც ვიღებთ. ამიტომ, საყვარელნო, გევედრებით, ყოველი სიზარმაცე მოაშოროთ, ცოტათი მაინც გამოფხიზლდეთ და ყოველი მოშურნეობა სულის ცხონებისკენ მიმართოთ. ამგვარად, თქვენც დიდ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ ღვთისგან, ჩვენც კი თქვენი აღშენებისადმი უფრო მეტად მოშურნენი გავხდებით, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეგონებები საქმით აღსრულდება. მიწის მუშაკიც, როცა ხედავს, რომ მიწა დამუშავების მიმღებია და უხვ ნაყოფს მოაქვს, თავადაც უფრო დიდი მოშურნეობით გამოდის მიწის დამუშავებაზე; ასევე ჩვენც, როცა დავინახავთ თქვენს წინსვლ...
ამოსი 8:11
10. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!11. აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.12. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.
ამოსი თავი 8