მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:4

3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
დაბადება თავი 12
4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის მორჩილება და გამოსვლა ხარრანიდან (12:4-5):

მოისმინეთ, საყვარელნო, რა ბრძანებები მისცა უფალმა ქალდეველს, მოხუცს, რომელმაც არც რჯული იცოდა, არც წინასწარმეტყველები წაეკითხა და არანაირი სხვა სწავლება არ მიეღო? ხედავთ, რა მნიშვნელოვანი ბრძანებებია? რა ამაღლებული და მამაცური სული სჭირდებოდა მათ აღსასრულებლად? შეხედეთ პატრიარქის მორჩილებასაც, როგორ აღწერს მას წერილი. „და გამოვიდა", — ამბობს, — „აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ". ნათქვამია არა უბრალოდ: „გამოვიდა აბრაამ", არამედ: „ვითარცა ამცნო მას უფალმან", — ანუ ის ყველაფერი აღასრულა, რაც ბრძანებაში იყო მოცემული. ღმერთმა უთხრა, ყველაფერი — ნათესაობა და სახლი — დაეტოვებინა, — და მან დატოვა. უთხრა, უცნობ მიწაზე წასულიყო, — ის დაემორჩილა. აღუთქვა „ნათესავად" დიდად ყოფა და კურთხევა, — მან ირწმუნა, რომ ესეც აღსრულდებოდა. ერთი სიტყვით, „ვითარცა ამცნო მას უფალმა" ღმერთმა, ისე „გამოვიდა", ანუ ღვთის სიტყვები ირწმუნა, ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე, და მტკიცე სულითა და გამბედაობითით წავიდა: ამიტომაც დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდა უფლისგან. „და ჰყუა", — ნათქვამია, — „მის თანა ლოთ"....

სრულად ნახვა
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რწმენა ღვთის აღთქმებისადმი და მოთმინება:

...ში თავის ღვთისმოყვარე სულს ავლენს. პატრიარქის მთელ სათნოებას ნათლად დავინახავთ, როცა შევიტყობთ, რამდენი დრო გავიდა ამ ხნის განმავლობაში. ამას გვიჩვენებს ნეტარი მოსე, სულიწმინდით შთაგონებული. რას ამბობს იგი? როცა აბრაამმა ღვთის ბრძანება მიიღო და ხარანიდან ქანაანის მიწისკენ გაემართა, მაშინ სამოცდათხუთმეტი წლის იყო (). და როგორც კი ქანაანის მიწაზე შევიდა, ღმერთმა აღუთქვა მთელი ეს მიწა მისთვის და მისი შთამომავლობისთვის, და ისე გაემრავლებინა მისი მოდგმა, რომ იგი აურაცხელი ყოფილიყო, ქვიშასა და ვარსკვლავებს ედარებოდა. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა მართალთან: შიმშილის გამო ეგვიპტეში წასვლა, სარას მოტაცება და მაშინვე გამოვლენილი ღვთის განგება, შემდეგ, დაბრუნების შემდეგ, სარას შეურაცხყოფა გერარის მეფისგან და ღვთის მყისიერი შეწევნა. მართალი, ხედავდა რა ყოველივე ამას აღთქმის მიღების შემდეგ, არ შეირყა სულით და არ გამოიკვლევდა, რატომ ასეთი აღთქმების მიღების შემდეგ ყოველდღე ამდენ და ასეთ მძიმე გამოცდებს ექვემდებარება და ამდენ ხანს უშვილოდ რჩება; არამედ, როგორც ღვთისმოსავი კაცი, არ ბედავდა ღვთის საქმეები თავისი უძლური გონების სამსჯავროზე გამოეტანა, მშვიდად იყო და ყველაფერს ღვთისთვის სათნოს სიმშვიდით იღებდა.

2. ღვთის აღთქმა და აბრაამის სახელის შეცვლა (...

სრულად ნახვა