მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:3

2. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
დაბადება თავი 12
3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. ვითარმედ აბრაჰამიცა სარწმუნოებითა განმართლდა და სახე ჩუენდა იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წინაჲსწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებით განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: "შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი". აწ უკუე, სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა (3,8-9).:

...მან ძუელისა და ახლისა შჯულისამან და წინაჲსწარ მეცნიერმან ყოვლისამან, რომელმან განაჩინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ კაცთაჲ, მანვე ყოფადი იგი წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარცა წამებს წიგნი დაბადებისაჲ სიტყუათა ამათ, ვითარმედ: "შენდამი (ესე იგი არს — სარწმუნოებისა შენისა მსგავსებითა) იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" (). აწ უკუე, რომლისათჳს მაშინ აბრაჰამ ხარებულ იქმნა ესევითარისა შვილთსხმისათჳს, აჰა ესე არს ნათესავისა მისისაგან ჴორციელად შობილი ქრისტე. მათ აკურთხევს, რომელნი ებაძვებოდინ შეუორგულებელსა მას სარწმუნოებასა მორწმუნისა მის აბრაჰამისსა, და მათვე ჰყოფს შვილ მისსა, რომელნი არა ჴორცთა თჳსებითა, არამედ სულისა სარწმუნოებითა შვილ მისსა იქმნებოდინ, და, ყოვლითურთ თავისუფალნი შჯულისაგან, ერთგულებით ჰმონებდენ მას.

სრულად ნახვა