...გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახლოებს მართალს, ხოლო მის გამო — მის შთამომავლობასაც. და როგორც ადამიანები, რომლებიც მონებს ყიდულობენ, ხშირად სახელსაც უცვლიან, ტანისამოსსაც, და ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვა მონებისგან განასხვავონ ისინი, რომ ყოველივეთი ჩანდეს, ვის ეკუთვნიან, — ასევე ყოვლის უფალმა, სურდა რა აბრაამი სხვა ადამიანებისგან გამოერჩია, ასოს დამატებით აღნიშნა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: **„უკუეთ...
დაბადება 15:6
5. გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.6. ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
დაბადება თავი 15