მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:1

1. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.2. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.
დაბადება თავი 18
1. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...მას ღმერთი"** (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც **„შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია...

სრულად ნახვა
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება (18:16-19):

...თა თუ რაოდენობით, არამედ გულმოდგინებით, უფალმა სიხარულით მიიღო მართლის გულღიაობა და მაშინვე მიუზღო სტუმართმოყვარეობისთვის. ამასობაში მამამთავარმა შეიცნო, ვინ იყო მოსული და რა ძალა ჰქონდა, და, როცა სტუმრებმა იქიდან სოდომის დასანგრევად წასვლა განიზრახეს, მათ უკან გაჰყვა, „წარმგზავნელი მათი", როგორც ნათქვამია (). ახლა შეხედე, რა კაცთმოყვარეა უფალი, რა შეწყნარებას ავლენს მართლის მიმართ, პატივს მიაგებს რა მას და, ამასთანავე, სურს, გამოავლინოს მის სულში დაფარული სათნოება. „აღდგეს, — ნათქვამია, — კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (). ეს ანგელოზებზეა ნათქვამი, რადგან აქ, აბრაამის კარავთან, ერთად გამოცხადდნენ ანგელოზებიც და მათი უფალიც. შემდეგ კი ანგელოზები, როგორც მსახურნი, იმ ქალაქების დასაღუპად იქნენ წარვლინილილი, ხოლო უფალი დარჩა, რომ მართალთან ესაუბრა, როგორც მეგობარი მეგობართან საუბრობს, იმის შესახებ, რისი ქმნაც განიზრახა. ამრიგად, როცა ანგელოზები წავიდნენ, „რეჩე, — ნათქვამია წერილში, — უფალმან: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე" (). რა დიდია ღვთის შეწყნარება, და რა ზომას აღ...

სრულად ნახვა
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...*„ესერა კარავსა შინა"** (). და რაკი მოსულს, როგორც ღმერთს, სურდა ბუნებაზე აღმატებულის აღთქმა, თავად სარას სახელის მოხსენებით აჩვენებდა, რომ მის კარავში შესული ადამიანზე მაღლა იდგა. „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, — თქვა, — და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა" (). აი, სტუმართმოყვარეობის ნაყოფი, აი, გულმოდგინე მოშურნეობის ჯილდო, აი, სარას ღვაწლის საზღაური! „ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა". და ეს რომ მოისმინა, „განიცინნა მეტყუელმან თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს" (). სარას გასამართლებლად, საღვთო წერილმა წინასწარ აღნიშნა, რომ აბრაამი და სარა „მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა" (); და ამაზე არ შეჩერდა, წერილი შემდეგ ამბობს: „და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ" (იქვე). მოშრა, ამბობს, წყარო, ჩაქრა თვალი, თავად სხეულიზმი დაზიანდა. ყურადღებას ამაზე ამახვილებდა სარა და თავისთავში ფიქრობდა როგორც თავის მოხუცებულობაზე, ასევე მამამთავრის სიბერეზე. მაგრამ, სანამ იგი ასე ფიქრობდა კარავში, ფარუ...

სრულად ნახვა
თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).:

....

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).

თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეცა აწ (4,29).

თარგმანი: ყოვლითურთ შეასწორა საქმე სახეთა, რამეთუ ვინაჲთგან მაშინ იდევნებოდეს მორწმუნენი ჰურიათაგან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ნუ შეგაშფოთებს, რამეთუ მაშინცა ჴორციელითა შჯულთა ბუნებითა შობილი იგი ისმაელ სდევნიდა სულიერისა მის საღმრთოჲსა აღთქუმისა მიერ შობილსა ისაკს.

მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს წიგნი? — "განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა" (4,30).

თარგმანი: რაჲთა რომელნი დევნულებისათ...

სრულად ნახვა