...*„ესერა კარავსა შინა"** (). და რაკი მოსულს, როგორც ღმერთს, სურდა ბუნებაზე აღმატებულის აღთქმა, თავად სარას სახელის მოხსენებით აჩვენებდა, რომ მის კარავში შესული ადამიანზე მაღლა იდგა. „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, — თქვა, — და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა" (). აი, სტუმართმოყვარეობის ნაყოფი, აი, გულმოდგინე მოშურნეობის ჯილდო, აი, სარას ღვაწლის საზღაური! „ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა". და ეს რომ მოისმინა, „განიცინნა მეტყუელმან თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს" (). სარას გასამართლებლად, საღვთო წერილმა წინასწარ აღნიშნა, რომ აბრაამი და სარა „მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა" (); და ამაზე არ შეჩერდა, წერილი შემდეგ ამბობს: „და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ" (იქვე). მოშრა, ამბობს, წყარო, ჩაქრა თვალი, თავად სხეულიზმი დაზიანდა. ყურადღებას ამაზე ამახვილებდა სარა და თავისთავში ფიქრობდა როგორც თავის მოხუცებულობაზე, ასევე მამამთავრის სიბერეზე. მაგრამ, სანამ იგი ასე ფიქრობდა კარავში, ფარუ...
დაბადება 18:10
9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.10. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
დაბადება თავი 18