მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:14

13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.15. გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.
დაბადება თავი 18
14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...მას ღმერთი"** (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც **„შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია...

სრულად ნახვა
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

...ომ მისგან არაფერი ფარული არ დაიმალება, ეუბნება აბრაამს: „რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?" (). მართლაც, ასე ფიქრობდა იგი თავისთავში. მაგრამ „ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?" (). ამრიგად, აშკარად გამოაცხადა თავი. ნუთუ არ იცით, ამბობს, რომ მე, როგორც ბუნების უფალს, ყველაფერი შემიძლია, რაც მოვისურვო, და მოკვდინებული საშო შემიძლია გავაცოცხლო და შობისთვის უნარიანი გავხადო? ნუთუ, ამბობს, არის რაიმე შეუძლებელი ღმრთისთვის? ნუთუ არა მე ვქმნი და გარდავქმნი ყველაფერს? ნუთუ არა მე მაქვს სიცოცხლისა და სიკვდილის ხელმწიფება? „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ" ()? ნუთუ ეს ადრე არ აღმითქვამსამს, და ნუთუ ჩემი სიტყვა შეიძლება არ აღსრულდეს? ისმინე: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას, და ესვას სარრას ძე". როცა, ამბობს, ამავე დროს დავბრუნდები, მაშინ სარა საქმით შეიცნობს, რომ არც სიბერე, არც მისი უნაყოფობა არ იქნება დაბრკოლება ძის შობისთვის; არამედ ჩემი სიტყვა შეუცვლელი და მოქმედი იქნება; ძის შობა მისი სიტყვის ძალას აჩვენებს. სარა, როცა მოისმინა, რო...

სრულად ნახვა