შეხედე, როგორ კეთდება ყველაფერი სისწრაფით, ცხელი მოშურნეობით, გულითადობით, სიხარულითა და დიდი სიამოვნებით. „და ისწრაფა, — ნათქვამია, — შექმნად მისა" (დაბ 18:7–8). მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა მოხუცი, არამედ კვლავ მსახურთა რიგში დადგა. „და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ" (). თავად ყველაფერს აკეთებს და წინ უდგამს. მან თავის თავი ღირსადაც კი არ მიიჩნია, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო, არამედ, სანამ ისინი ჭამდნენ, იგი მათ წინაშე იდგა ხის ქვეშ. რა დიადი სტუმართმოყვარეობა! რა ღრმა თავმდაბლობა! რა ამაღლებული, ღვთისმოყვარე სული! სანამ ისინი ჭამდნენ, ეს ასწლიანი ადამიანი მათ წინაშე იდგა. მგონია, რომ დიდი სიხარულისა და გულითადობის გამო იგი მაშინ თავისი უძლურების ზემოთ აღმაღლდა და თითქოს ახალი ძალები მოეცა. მართლაც, ხშირად ხდება, რომ სულის ცხელი მოშურნეობა, როცა გაძლიერდება, სხეულის უძლურებას ამარცხებს. მაშ, მამამთავარი იდგა, როგორც მონა, თავისთვის უდიდეს პატივად მიაჩნდა, რომ სტუმრებისთვის მომსახურებისა და მათი ძნელი გზის შემდეგ მოსვენების ღირსი შეიქნა. ხედავ, რა...
დაბადება 18:9
8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.10. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.
დაბადება თავი 18