მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:24

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.
დაბადება თავი 2
24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...ესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმენით გააკეთა, წინასწარ ჭვრეტდა რა, რომ მისი თესლისგან შობილი სამეფო მოდგმისა იქნებოდა? შემდეგ, როცა იაკობმა ძეს თავისი სურვილი ამცნო, ცოტა ხნის შემდეგ, ამბობს წერილი, იოსებმა გაიგო, რომ მამამისი უძლურდება, საფლავის კართან დგას და უკვე სიცოცხლის აღსასრულის ჟამი უახლოვდება – **„წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი... და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს... ვითარმედ იოსებ, ძე შენი მო...

სრულად ნახვა
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სარას მოტაცება და სიკვდილის შიში (20:2):

...საშინელებისგანროებისგან გადარჩენა. ხომ შეეძლო, საიდუმლო რომ გაემჟღავნებინა, თავი აერიდებინა მისთვის უეჭველად მოსალოდნელი სირცხვილისთვის. მაგრამ მან გადაწყვიტა ყველაფერი დიდსულოვნად აეტანა, რომ მართალი გადაერჩინა. და აღსრულდა ნათქვამი: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა" (). ისინი ისე ზრუნავდნენ ერთმანეთის ცხონებაზე, თითქოს ერთი სხეული იყვნენ, და ისეთ ერთსულოვნებას ავლენდნენ, თითქოს ერთი სხეული და ერთი სული ჰქონდათ. ისმინონ ეს ქმრებმა, ისმინონ ცოლებმაც: ცოლებმა — იმისთვის, რომ ქმრების მიმართ ასეთივე სიყვარული იქონიონ და არაფერი მიიჩნიონ მათ ცხონებაზე უმნიშვნელოვანესად; ქმრებმა კი — რომ მათ მიმართ ასეთივე დიდი კეთილგანწყობა ჰქონდეთ და ყველაფერში ისე იქცეოდნენ, თითქოს ერთი სული აქვთ და ერთ სხეულს შეადგენენ.

3. ღვთის გამოცხადება აბიმელექისადმი (20:2-8)

აი ჭეშმარიტი ქორწინება — როცა მეუღლეთა შორის ასეთი თანხმობა სუფევს, როცა მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, როცა ისინი ურთიერთსიყვარულით არიან შეერთებულნი. როგორც სხეული ვერასოდეს იქნება საკუთარ თავთან უთანხმოებაში და სულიც — საკუთარ თავთან, ასევე ქმარი და ცოლიც არ უნდა უთანხმოებდნენ ერთმანეთს, არამედ ერთობაში ცხოვრობდნენ. აქედან აურაცხელი სიკეთე შ...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ანგელოზის გამოცხადება აგარისადმი (16:6–9):

...როგორც უსუსური ჭურჭელი, რათა ამით ერთსულოვნების კავშირს განამტკიცონ. მართლაც, ჭეშმარიტი სიმდიდრე და ყველაზე დიდი ბედნიერება იმაშია, როცა ქმარი და ცოლი ერთმანეთთან არ აქვთ უთანხმოება, არამედ შეერთებულნი არიან, როგორც ერთი ხორცი, რადგან „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა" (). ასეთი ცოლ-ქმარი, სიღარიბეშიც რომ ცხოვრობდეს და უცნობი იყოს, ყველაზე ბედნიერი შეიძლება იყოს, რადგან ჭეშმარიტ ბედნიერებას ეზიარებიან და მუდმივ სიმშვიდეში ცხოვრობენ. ხოლო ისინი, ვინც ასეთი თანხმობით ვერ სარგებლობენ, არამედ ეჭვიანობით იტანჯებიან და მშვიდობის სიკეთეს კარგავენ, — ისინი, თუნდაც დიდი სიმდიდრით იყვნენ გარშემორტყმულნი, თუნდაც ფუფუნების ტაბლა ჰქონდეთ, დიდებაში ცხოვრობდნენ, ყველაზე უბედურად ატარებენ თავიანთ საუკუნეს, ყოველ დღე თავად გამოიგონებენ აშლილობასა და შფოთს, მუდამ ერთმანეთს ეჭვობენ და ვერანაირი სიამოვნების მიღება არ შეუძლიათ, რადგან შინაგანი მტრობა ყველაფერს არევს და უამრავ უსიამოვნებას უქმნის. მაგრამ აქ, მამამთავრის ოჯახში, ასეთი არაფერია: მამამთავარმა თავისი სიმშვიდით დააცხრო დედოფლის რისხვა და მხევალზე სრული ძალაუფლება რომ მისცა, თავის სახლში სრული მშვიდობა დაამყარა. **„და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პ...

სრულად ნახვა
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,18).:

...ითარმედ: დაღაცათუ სულისა რიდობად , ჴორცთაღა სადმე თქუენთა უეჭუელად ჰრიდეთ; რამეთუ ესე ცოდვაჲ სულისა თანა ჴორცთაცა განმხრწნელ არს.

თქუმულ არს ვიეთგანმე ესეცა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ: ვინაჲთგან წერილ არს მამაკაცისა და დედაკაცისათჳს — "იყვნენ ორნივე იგი ერთჴორც" (), — აწ უკუე, რომელი არა საღმრთოთა შჯულთა მორჩილებითა იქორწინებდეს პატიოსნებით, ვითარ-იგი თქუმულ არს — "პატიოსან არს ქორწილი, და საწოლი — შეუგინებელ" (), - არამედ შეგინებულითა სახითა ისიძვიდეს, ესევითარი იგი ჴორცთა მიმართ თჳსთა ცოდავს, რომელ არს დედაკაცი, და მაგინებელ ექმნების ქორწილისა პატიოსნებასა მისსა, რომელი-იგი გუერდისა მისისაგან მოღებულობითა ერთგუამ არს მის თანა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი თქუენ შორის ტაძარნი სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან? (6,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ გუამი თქუენი ტაძარ თქუენ შორის მყოფისა მაგის სულისა წმიდისა არს, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან? ესე იგი არს, რამეთუ ზოგად მოჴსენებითა ნიჭისაჲთა, რომელ არს სული წმიდაჲ, და მომცემელისაჲთა, რომელ არს ღმერთი, პატიოსან ჰყოფს-ცა სავანესა...

სრულად ნახვა