ყურადღება მიაქციე, საყვარელო, ღვთის სახიერების სიჭარბეს: ის მასთან (ადამთან) ისე საუბრობს, როგორც მეგობარი მეგობართან, და საყვედურს ეუბნება მცნების დარღვევისთვის. „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე"? დიდი ძალა აქვს სიტყვებსაც: „მისგან არა ჭამად". განა, ამბობს, სამოთხის სიამოვნებებში შეგიზღუდე? განა სრული თავისუფლება არ მოგეცი და სამოთხეში არსებული ყველაფერი შენს ხელთ არ ჩავაბარე, ოღონდ ერთი ხისგან თავის შეკავება გამცნე, რათა გენახა, რომ მეუფის ქვეშ იმყოფები და გარკვეული მორჩილება უნდა გამოგეჩინა? მაშ, რა უზრუნველობაა ეს, რომ ამდენი სიამოვნების მქონემ ამ ერთისგან ვერ შეიკავე თავი და ისე სწრაფად დაარღვიე ჩემი მცნება და ამდენ უბედურებაში ჩაიგდე თავი? რა სარგებელი ნახე? განა წინასწარ არ გეთქვა ყოველივე? განა არ შეგიკავე და მუქარით არ დაგიცავი? განა არ გითხარი, რა მოგივათ? განა იმიტომ არ აგიკრძალეთ, რომ ამას (უბედურებას) არ დაქვემდებარებოდით? ვინ მოგცემს შენდობას, როცა ამდენი გაფრთხილების შემდეგ ასე უყურადღებო აღმოჩნდი? განა, როგორც მამამ საყვარელ შვილს,...
დაბადება 3:12
11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
დაბადება თავი 3