მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:14

13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
დაბადება თავი 3
14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ევას გამოკითხვა და გველის მსჯავრი (3:13-15):

მას შემდეგ, რაც ყოვლადსახიერმა ღმერთმა საკმაოდ ესაუბრა ადამს და მან აღიარა თავისი ცოდვა, ვინაიდან, როგორც ეგონა, ბრალი ცოლს გადასწვდინა, — შეხედე, რა მოწყალებას იყენებს ისევ (უფალი), როგორ აღირსებს ცოლსაც პასუხის გაცემას თავის წინაშე. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ" ()? შენ მოისმინე, ამბობს, რომ ქმარი ბრალს შენ გწვდის და ყოველივეს შენ გაწერს, შენ, ვინც მისი შემწეა და იმისთვის შეიქმნა, რომ რაც კი შესაძლებელი იყო, ნუგეში მიეცა, როგორც მისი მსგავსსა და თანაბუნებიანს. მაშ, რისთვის გააკეთე ეს, ცოლო? რისთვის გახდი საკუთარი თავისა და ქმრისთვის ასეთი სირცხვილის მიზეზი? რა სარგებელი ნახე ასეთი თავშეუკავებლობისგან? რა მოგიტანა შეცდუნებამ, რომელსაც ნებაყოფლობით დაემორჩილე და ქმარიც თანამონაწილე გახადე? მაშ, რას პასუხობს ცოლი? „გუელმან მაცთუნა მე, — ამბობს, — და ვჭამე". შეხედე, ისიც დიდი შიშითაა მოცული და ჩადენილი ცოდვის გამო იმართლებს თავს. როგორც ქმარი ფიქრობდა ბრალი ცოლზე გადაეწვდინა და ამბობდა: ცოლმა მომიტანა და მომცა, და ვჭამე, — ისევე ცოლიც, თავშესაფარს...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კაინიც, ძმის მიმართ ღვთის კეთილგანწყობა რომ დაინახა, შურისგან მკვლელობისკენ წავიდა. ამიტომ ღმერთი ეუბნება მას: „წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან". წყეული, ანუ იქნები იმავე მიწისგან, „რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა" (). წყეული იქნები იმ მიწისგან, რომელიც შეიღება სისხლით, ასეთი ბოროტმოქმედებით და ასეთი უღმრთო ხელით დაღვრილით. შემდეგ საღვთო წერილი, წყევლას უფრო ნათლად განსაზღვრავს რა, ამბობს: „რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა" (). დ...

სრულად ნახვა