მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:15

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
დაბადება თავი 3
15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ევას გამოკითხვა და გველის მსჯავრი (3:13-15):

მას შემდეგ, რაც ყოვლადსახიერმა ღმერთმა საკმაოდ ესაუბრა ადამს და მან აღიარა თავისი ცოდვა, ვინაიდან, როგორც ეგონა, ბრალი ცოლს გადასწვდინა, — შეხედე, რა მოწყალებას იყენებს ისევ (უფალი), როგორ აღირსებს ცოლსაც პასუხის გაცემას თავის წინაშე. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ" ()? შენ მოისმინე, ამბობს, რომ ქმარი ბრალს შენ გწვდის და ყოველივეს შენ გაწერს, შენ, ვინც მისი შემწეა და იმისთვის შეიქმნა, რომ რაც კი შესაძლებელი იყო, ნუგეში მიეცა, როგორც მისი მსგავსსა და თანაბუნებიანს. მაშ, რისთვის გააკეთე ეს, ცოლო? რისთვის გახდი საკუთარი თავისა და ქმრისთვის ასეთი სირცხვილის მიზეზი? რა სარგებელი ნახე ასეთი თავშეუკავებლობისგან? რა მოგიტანა შეცდუნებამ, რომელსაც ნებაყოფლობით დაემორჩილე და ქმარიც თანამონაწილე გახადე? მაშ, რას პასუხობს ცოლი? „გუელმან მაცთუნა მე, — ამბობს, — და ვჭამე". შეხედე, ისიც დიდი შიშითაა მოცული და ჩადენილი ცოდვის გამო იმართლებს თავს. როგორც ქმარი ფიქრობდა ბრალი ცოლზე გადაეწვდინა და ამბობდა: ცოლმა მომიტანა და მომცა, და ვჭამე, — ისევე ცოლიც, თავშესაფარს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის