...ნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორჩილებით შეიგონო. იგივე მოხდა დასაწყისშიც ცოლთან. მასაც თანასწორი პატივი ჰქონდა ქმართან, მაგრამ, რადგან მინიჭებული პატივით კარგად ვერ ისარგებლა, ხელმწიფებაც წაერთვა და მოისმინა: «და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ» (). ვერ შეძელ, ამბობს, ხელმწიფების კარგად გამოყენება, ასე რომ ისწავლე კარგად დამორჩილება, ვიდრე ცუდად მართვა. ასევე ქამიც ახლა, თავისი შეგონებისთვის ისჯება და თავის შვილში იტანს სასჯელს, რათა შენთვის ცნობილი იყოს, რომ თუმცა თავად უკვე მოხუცი იყო, სასჯელი მის შვილზე გადავიდა; ამან კი მისი ცხოვრება მწუხარე და სატანჯველი გახადა, იმ აზრით, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შვილს უნდა ეტარებინა სასჯელი მისი შეცოდებისთვის. თუმცა, მისი შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის...
დაბადება 3:16
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რ ცოლი შეაცდინა, შემდეგ კი ცოლმა ქმარი გაიტაცა, ცოლს ჯერ ადებს (ღმერთი) სასჯელს, რომელიც, თუმცა, გამოსწორებას ისახავდა მიზნად. „და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ" (). შეხედე უფლის სახიერებას, რა სიმშვიდეს იჩენს ასეთი შეცოდების შემდეგ. „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი". მე, ამბობს, მინდოდა, რომ უდარდელი, უმტკივნეულო ცხოვრება გეწარმოებინა, ყოველგვარი მწუხარებისა და ტკივილისგან თავისუფალი, ყოველგვარი სიამოვნებით სავსე, (მინდოდა, რომ) სხეულშემოსილს სხეულებრივი არაფერი გეგრძნო. მაგრამ, რადგან ასეთი ბედნიერება ჯეროვნად ვერ გამოიყენე და სიკეთეთა სიჭარბემ ასეთ უმადურობამდე მიგიყვანა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდ თავნებობას არ მიეცე, ლაგამს გადებ და მწუხარებასა და კვნესას გასჯი. „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, და მწუხარებით ჰშვნე შვილნი". მე, ამბობს, ისე მოვაწყობ, რომ შვილთა შობა — დიდი ნუგეშის წყარო — მწუხარებით დაიწყება, რათა თავადვე, ყოველდღიურ მწუხარებასა და ტკივილში, შობის ჟამს, მუდმივი შეხსენება გქონდეს, რა დიდი იყო ეს...
...ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს"** (). ის (კაცი) ბატონობს, ხოლო ეს (ქალი) დამორჩილებაშია, როგორც ღმერთმა თავიდანვე უთხრა მას: „ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ" (). ვინაიდან (ადამიანმა) ხატი (ღვთისა) ბატონობის უფლებით მიიღო და არა (გარეგნული) სახით, ხოლო ყველაფერზე ბატონობს კაცი, ქალი კი დამორჩილებაშია, ამიტომ პავლე ამბობს კაცზე, რომ ის არის „ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს". ხოლო თუ ის (გარეგნულ) სახეზე ლაპარაკობდა, ასეთ განსხვავებას (ქმარსა და ცოლს შორის) არ გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (). არ შევწყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ,...