მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 4:10

9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
დაბადება თავი 4
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...მის მცველი ვერ გახდი, მაშინ რატომ გახდი მკვლელი, მოკალი ის, ვინც შენ არაფრით შეგაწუხა, და კიდევ იფიქრე, თითქოს არავინ იყოს შენი მამხილებელი? მაგრამ მოიცადე და ნახავ, რომ თავად მოკლული შენი მამხილებელი იქნება, მკვდრად მწოლარე ხმამაღლა დაგადანაშაულებს შენ, ცოცხალსა და მოარულს. „და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ?" (). მრავალმნიშვნელოვანია ეს სიტყვებიც. რისთვის, ამბობს, გააკეთე ეს? რისთვის ჩაიდინე ეს უღმრთო თავხედობა, საძაგელი საქციელი, მიუტევებელი საქმე, აუტანელი სიშლეგე, ახალი და უწინარესი მკვლელობა, შენი ხელით პირველად შემოტანილი კაცობრიობაში? რისთვის ჩაიდინე ეს დიდი და საშინელი საქმე, რომელზე მძიმეც ცოდვათა შორის არ არსებობს? „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა მე ადამიანი ვარ და მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმულ ხმას ვისმენ? მე ღმერთი ვარ და სისხლის მეშვეობით მღაღადებლისა და მიწაზე მწოლარეს მოსმენაც შემიძლია. აჰა, როგორ შორს მიაღწევს ამ სისხლის ხმა, მიწიდან ცამდე ადის და, ცათა ცას გასცილდება რა და უმაღლეს ძალებს გაივლის, თვით მეუფის ტახტს აღწევს და შენს მკვლელობაზე უჩივის, უღმრთო საქმეს ამხელს. „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა უცხოსა და გარეშეს მიაყენე ასეთი შეურაცხყოფა? არა,...

სრულად ნახვა