მაგრამ მოვისმინოთ თავად მოსეს სიტყვები, რომელიც, სულის შთაგონებით მეტყველი, ყველაფერს ზუსტად გვასწავლის. „და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა" (). უმიზეზოდ არ დაუმატა: „და ასულნი იშვნეს მათდა", არამედ იმიტომ, რომ ხალხის დიდი გამრავლების შესახებ წარმოდგენა მოგვეცა. სადაც ასეთი დიდი რაოდენობის ფესვია, იქ აუცილებლად ბევრი ტოტიც იზრდება. „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (). თითოეული ეს სიტყვა ყურადღებით განვიხილოთ, რათა სიღრმეში დამალული არაფერი გამოგვრჩეს. მართლაც, საჭიროა ეს ადგილი გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ და უარვყოთ იმათი უაზრო ლაყბობა, ვინც ყველაფერზე დაუფიქრებლად ლაპარაკობს. და პირველ ყოვლისა, უნდა ვაჩვენოთ, რას ბედავს ეს ხალხი, როცა ამას ამბობს, და მათი სიტყვების უაზრობის გამომჟღავნების შემდეგ ავუხსნათ, საყვარელნო, წერილის ჭეშმარიტი აზრი, რათა გულუბრყვილოდ არ უსმინოთ მათ, ვინც მგმობარ სიტყვებს...
დაბადება 6:2
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
დაბადება თავი 6