1. ნოეს სიმართლე და ღვთის სულგრძელობა
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება გამოვაჩინოთ....