...ა და მოთმინება — შეხედე, რა დიდია მის მიმართ ყოვლად კეთილი ღმერთის სიყვარული. "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". უმიზეზოდ არ თქვა საღვთო წერილმა "მოეჴსენა"; არამედ, ვინაიდან ზემოთ გვაჩვენა თავად ღმერთის მოწმობა მართლის შესახებ, რომელმაც თქვა: "შევედ... კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად... ნათესავსა ამას შინა" (), ამიტომ ახლა ამბობს: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი", ანუ გაიხსენა ის მოწმობა, რომელიც თავადვე მისცა მას, და არ დატოვა დიდხანს მართალი ყურადღების გარეშე, არამედ მოითმინა მანამ, სანამ ის შეძლებდა ასეთი მდგომარეობის გაძლებას, და ბოლოს მიანიჭა თავისი მადლი. ასე, იცის რა ჩვენი ბუნების უძლურება, უფალი, თუ როდესმე ჩვენ რაიმე განსაცდელში ჩაგვიშვებს, მას იქამდე ახანგრძლივებს, სანამ ჩვენ, როგორც მან იცის, გავუძლებთ, რათა შემდეგ ჩვენც მოთმინებისთვის შესაფერისი ჯილდო მოგვანიჭოს და საკუთარი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს, რის შესახებაც პავლეც ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად" (). ვინაიდან ეს მართალიც სიმტკიცესა და მოთმინებას იჩენდა, ღვთის რწმენით რომ გაუძლო კიდობან...
დაბადება 7:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ანა შვიდ-შვიდი, და საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი... რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა, და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ, პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა"**, ადამიანიდან საცხოვრამდე. „და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან" (). აქ შევაჩერეთ სიტყვა და სწავლება დავასრულეთ. თქვენ თავადაც, ალბათ, გახსოვთ, როცა, საყვარელნო, აგიხსენით მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ნოეს უბრძანა „წმიდათაგან შვიდ-შვიდი, ხოლო არაწმიდათაგან ორ-ორი" შეეყვანა. განვიხილოთ დღეს შემდგომი საკითხავი და ვნახოთ, რას გვითხრობს საღვთო წერილი ნოეს კიდობანში შესვლის შემდეგ. თუ სხვა დროს, განსაკუთრებით ახლა უნდა გამოვიჩინოთ დიდი მოშურნეობა — ახლა, როცა მარხვის დროის წყალობით, ასე ხშირად ვტკბებით თქვენთან უსასიამოვნოესი საუბრით და გაძღომისგან თავისუფალნი, გამოფხიზლებული გონებით, ყურადღებით შეგვიძლია მოსმენა შეთავაზებულული სწავლებისა. ასე რომ, უნდა ვთქვათ, რით დაიწყო დღევანდელი საკითხავი. „ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა". ყურადღებით იყავით, გევედრებით, და ამ სიტყვებს ზედაპირულად ნუ გაირბენთ. ამ მოკლე სიტყვებში რაღაც სიმდიდრე იმალება და თუ გონებას დავძაბ...
...ება იყოს უფრო ნეტარი, ვიდრე ის, ვინც ღვთის ყველა ბრძანება აღასრულა და ასეთი მორჩილება გამოიჩინა მბრძანებლის მიმართ? და, რათა იცოდე, რა წინასწარმეტყველებას ღირსდება ამისთვის ყოველი ქმნილების შემოქმედისგან, ისმინე, რას ამბობს შემდეგ. „და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად" (), — ნათქვამია. შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ ის არა მხოლოდ მადლით იხსნის მართალს, არამედ შრომის საზღაურსაც და სათნოების ჯილდოსაც აძლევს, ღმერთი ნოეს ეუბნება: იმიტომ გიბრძანებ კიდობანში შესვლას შენს სახლთან ერთად, „რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა". მნიშვნელოვანი და სარწმუნო მოწმობაა! მართლაც, რა შეიძლება ამ მოწმობაზე მნიშვნელოვანი იყოს, როცა თავად შემოქმედი და დამბადებელი ასეთ განაჩენს გამოთქვამს მართლის შესახებ? „რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა", — ამბობს. აი, ჭეშმარიტი სათნოება, როცა ადამიანი მას ღვთის წინაშე აღასრულებს, როცა მის შესახებ განაჩენს ის მოუსყიდველი თვალი გამოთქვამს. შემდეგ, კაცთმოყვარე ღმერთი, სურს რა გვიჩვენოს სათნოების ზომა, რომელსაც მართლისგან მოითხოვდა (და ის სათნოებას ყველასგან თანაბარი ზომით არ მოითხოვს, არამედ სხვადასხვა, დროის განსხვავებისდა მიხედვით), ამბობს: **„რამეთ...