...ოს მათში კაცისკვლისკენ მიდრეკილება. ხოლო, რომ ეს მართალია და რომ ღმერთი ამ მცნებას ადამიანებს მათი უფრო მშვიდობიანის გახდომის განზრახვით აძლევს, მოისმინე შემდეგი სიტყვები: "და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა" (). რას ნიშნავს? ადამიანის სული სისხლშია? არა, ეს არ სურს თქვას ღმერთს, არამედ ადამიანური ჩვეულებით გამოითქვა, თითქოს ერთ ადამიანს მეორისთვის ეთქვა: შენი სისხლი ჩემს ხელშია, ნაცვლად: ხელმწიფება მაქვს შენი მოკვლისა. ხოლო, რომ ადამიანის სული სისხლში არ არის მოქცეული, ამის შესახებ მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (). კიდევ უყურე, რა განსაკუთრებული გამოთქმა იხმარა (ღმერთმა). "და დამთხეველისა", — ამბობს, — "სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (). დაფიქრდი, როგორ გააძლიერა ამ გამონათქვამით შიში. თუ, ამბობს, ერთნაირი წარმოშობა არ გაჩერებს და ბუნების ერთობა არ შეგაკავებს ბოროტი განზრახვისგან, თუ შენ, ძ...
დაბადება 9:5
4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.5. მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
დაბადება თავი 9