1.ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,2.რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.3.ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.4.რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია.5.მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო,6.ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.7.ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,8.ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,9.სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.10.ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა.11.ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.12.იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.13.არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით.14.რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.15.ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“.16.ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან.17.მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ?18.ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?19.და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
პავლესი: განიცადეთ მოციქული და მღდელთმოძღუარნი აღსაარებისა თქუენისაჲ იესუ, რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა (3,1-2).
თარგმანი: შემოქმედისა მისისაო, რომელმან შექმნა იგი მოციქულად და მღდელთმოძღურად, ბუნებასა ამას შინა რაჲ კაცთასა შემოვიდა, რამეთუ აქა, არა თუ არსებისათჳს, არამედ პატივთათჳს კაცობრივთა, ვითარმედ, რომელმან შექმნა იგი, ესე იგი არს, დაადგინა მოციქულად და მღდელთმოძღურად, და სარწმუნო იქმნა იგი საქმესა მას შინა.
პავლესი: ვითარცა მოსე ყოველსა ზედა სახლსა მისსა...
...ს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“, შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“; და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“. არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი, მერმე უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა თქუა ესრეთ, ვითარმედ: უმცირესად შერაცხილი ესე თქუენ მიერ სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა ვარ. და ვითარ ეგებოდა თქუმაჲ ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა და...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.
და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.
ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.
ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი. უკ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).:
...მასვე ურცხჳნოებასა ზედა. რამეთუ ფარაოცა ბევრეულნი მიიხუნა წყლულებანი, და რაჟამს იტანჯებინ, მას ოდენ დღესა მოიქცის, და კუალად მასვე ბოროტსა ზედა ეგო და სდევნიდა ვიდრე უკუანაჲსკნელად დღედმდე, რომელნი-იგი განუტევნა. ამისთჳს დიდი იგი მოციქული პავლე ღაღადებს: „ნუვინ განფიცხნების თქუენგანი საცთურითა ცოდვისაჲთა“. რამეთუ ვითარცა გუამი მრავალთა მიერ სენთა შეპყრობილი და სიმჴურვალითა ფრიადითა უცნობოქმნილი ვერ შემძლებელ არს აღდგომად, ეგრეთვე სული რაჟამს მრავალთა მიერ ცოდვათა შეპყრობილ იქმნეს, მკუდარ იქმნების სათნოებისა მიმართ, და რაჲცა-რაჲ უთხრა მას სწავლაჲ, არს იგი ყოვლითურთ უგულისხმო; გინა თუ სატანჯველთათჳს ეტყოდი, გინა თუ სასუფეველისათჳს, ულმობელ არს იგი.
სწავლაჲ ნე შურისათჳს
ამისთჳს გევედრები, რაჲთა ვიდრემდის გუაქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხორებად სულთა ჩუენთა, რამეთუ სასოწარკუეთილნი ვითარცა მენავეთმოძღუარნი არიან, რომელთა წარჰკუეთიან სასოებაჲ მათი და მისციან საწყალობელად ნავი ჴელთა ქარისათა და არარას აჩუენებდიან მოსწრაფებასა განრინებად ნავისა. ეგრეთვე ესენი არიან, რამეთუ მო-შურნჱ სხუასა არას ხედავს, არამედ ამას ოდენ, რაჲთამცა გულისთქუმაჲ თჳსი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვაჲ წინაედვ...