მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 4:13

12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.
ებრაელთა მიმართ თავი 4
13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
ებრაელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ის, რას გველაპარაკები. ნუთუ მე მაძლევ ანგარიშს? ანგარიშს იმას მისცემ, ვინც ყოველივე მომხდარს ესწრება და მაშინაც გამოიძიებს; იმას, ვის წინაშეც „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი“ (). ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათათვის დამნაშავენი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, რომ თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი“ ().

დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტით ბრძოლაა საჭირო და არა მოდუნება. ნუთუ ვერ ხედავ მუშტით მებრძოლებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან დ...

სრულად ნახვა