თარგმანი: ვინაჲთგან ბუნებით ერთი იყო ღმერთი, დამბადებელი ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, არამედ საცთურსა ბოროტისა მტერისასა განეჭრნეს ქუეყანისანი ზეცისათაგან, არა მისვე და ერთისა ღმრთისა დამბადებელისა მონებითა, არამედ კერპთა საცთურსა მიდევნებითა. ამისთჳს მოსლვამან ქრისტესმან შეაერთნა რაჲ მიმო-განწვალებულნი იგი ქუეყანისანი და დაჰჴსნა შუვაკედელი მტერობისაჲ, რომელ აქუნდა ზეცისათა ქუეყანისათა მომართ, ვითარცა განდგომილთათჳს მეუფისა მათისაგან, ამისთჳს იგი თავადი ქრისტე იქმნა ლოდ, თავ საკიდურთა, და ესევითარითა სახითა მსგავსად ასოთა მიმოდაბნეულთა შეაერთნა ერთგუამ ყოფად მისსა მიმართ ზეცისანი და ქუეყანისანი, რაჲთა იგი თავადი იყოს თავ მათ ყოველთა. ესე ყოველი მოკლითა სიტყჳთა წარმოთქუა მოციქულმან გულისჴმისმყოფელთა მიმართ, და თავ-ყოფად იტყჳს მკუეთრ ქმნილსა მას განახლებასა ქრისტეს მიერსა, ვითარ განჴორციელებითა და ვნებითა თჳსითა მოკუდავებაჲ კაცთაჲ აღადგინა, და უკუდავ და თავისუფალ ყო ხრწნილებისაგან, რომლისათჳს უხილავნი ძალნი ზეცისანი მის მიერითა მხიარულებითა აღავსნა, რაჟამს იხილეს, ვითარ წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ პირისაგან ქუეყანისა.
ეფესელთა მიმართ 1:11
10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში,11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
ეფესელთა მიმართ თავი 1