მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:10

9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -
ეფესელთა მიმართ თავი 2
10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მას შინა ვიდოდით (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ უდებ იქმნეს მოქმედებად კეთილთა საქმეთა, ესმოდის რაჲ საქმეთა მიერ ვერ-განმართლებაჲ, ამისთჳს კეთილად გუასწავლის სარწმუნოებასა თანა მოგებად კეთილთა საქმეთაცა, და იტყჳს, ვითარმედ: მებრვე ამისთჳს შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ პირველითა მით კაცისშესაქმითა, და დაბადებულ ქრისტე იესუჲს მიერ მეორითა ამით განახლებითა, რაჲთა არარაჲსა სხჳსა, თჳნიერ კეთილთა საქმეთა მოქმედ ვიყვნეთ, რამეთუ ამისთჳს წინა-განჰმზადა ღმერთმან ნათლისღებისა მიერ მადლით გამოჴსნაჲ ჩუენი, რაჲთა გარდასლვისა მიერ მოუძლურებულნი საქმედ კეთილისა, კუალად ნათლისღებისა მიერ განმაძლიერნეს, სამარადისოდ მათ შინა სლვად, ესე იგი არს კეთილთა საქმეთა მოქმედებისაგან განუშორებელ ყოფად.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და დაბადებულ ქრისტე იესუს მიერ (2,10).:

თარგმანი: ნათლის-ღებასა იტყჳს დაბადებულად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის