1.და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,2.რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;3.ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;4.მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,5.ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),6.მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,7.რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.8.და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;9.და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.10.რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.11.მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -12.ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.13.ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.14.რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,15.რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,16.და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.17.მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.18.რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.19.ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;20.მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,21.რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში,22.და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
თარგმანი: ეშმაკსა მთავრობაჲ ჰაერისაჲ აქუნდა, ხოლო გამო-რაჲ-ვარდა მიერ უკეთურებითა თჳსითა, იქმნა მოძღუარ ურჩულოებისა, გარნა არა თუ ყოველთა ეუფლების რაჲთ, არამედ მათ ოდენ, რომელთა დაუტევნენ მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ მათ სახელ-სდვა "ნაშობ ურჩებისა" (2,2).
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (6,9).:
...ვერ შესაძლებელ არს უკეთურისა და არაწმიდისა და ცოდვათა შინა განფრდილისა მამად წოდებად სახიერსა მას და ყოვლადწმიდასა, უხილავსა და ნათელსა მას შინა სამარადისოსა მყოფსა. რამეთუ ძედ ნათლისა ეწოდების, რომელთა საქმენი ნათლისანი ჰქონან, ხოლო ვნებულ-თა და ბილწთა შვილ რისხვისა და წარწყმედისა სახელ-სდვა მოციქულმან.
აწ უკუე ბრძანებითა ამით, რომლითა გჳბრძანა უფალმან მამად ჩუენდა სახელ-დებად ღმრთისა ლოცვასა შინა, სრულსა მას და მაღალსა მოქალაქობასა გუაუწყებს, რაჲთა ყოვლითავე საქმითა კეთილითა განვაბრწყინვნეთ სულნი ჩუენნი. და კმა იყო, ვითარცა ვთქუ, ესე ხოლო სიტყუაჲ სწავლად ჩუენდა ყოვლისავე კეთილისა, არამედ აჰა ესერა სხუაჲცა წინაგჳყო მოძღურებაჲ სიწმიდისაჲ და გუაუწყა, თუ რაჲ ჯერ-არს თხოად ღმრთისაგან, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღირს არს და მართალ ესევითარისა ამის ლოცვისა შეწირვად ღმრთისა, რაჲთა რომელნი-იგი ღირს ვიქმნენით მამად ჩუენდა წოდებად მეუფისა მის და დამბადებელისა, არარაჲ იყოს პირველ ყოვლისა თხოაჲ ჩუენი, გარნა მისი იგი დიდებაჲ და ქებაჲ და ამაღლებაჲ, და ესე იყოს ჩუენდა საწადელ და სასურველ უფროჲს ყოვლისა.
რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „წმიდა იყავნ სახელი შენი”, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დიდე...
...იბაძვა არ შეგვეძლებოდა. „მე ვმბრძანებლობ ანგელოზებზე, — ამბობს, — და შენც — პირველნაყოფის მიერ".„მე სამეფო ტახტზე ვზივარ; და შენც ერთად ზიხარ — პირველნაყოფის მიერ; „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ () — ამბობს".„გცემენ თაყვანს ქერუბიმნი და სერაფიმნი, ყოველი ანგელოზებრივი ძალა — მთავრობანი, ხელმწიფებანი, ტახტნი, ბატონობანი — პირველნაყოფის მიერ".ნუ აბრალებ სხეულს, რომელიც ასეთ პატივს ზიარდება, რომელსაც უხორცო ძალნიც კი ეთრთოლებიან.
მაგრამ რა ვთქვა?„არა მხოლოდ ამათ მიერ ვაცხადებ სიყვარულს, არამედ — იმათ მიერაც, რაც გადავიტანე".„შენთვის შემაფურთხეს, ცემა მომაყენეს, დიდება დავაცარიელე, მამა დავტოვე და შენთან მოვედი — შენთან, რომელსაც ვძულდი, შენთან, რომელიც პირს მაქცევდი და ჩემი სახელის სმენაც არ გნებავდა; გედევნე და გამოგეკიდე, რათა შენ შეგპყრო; შეგიერთე და ჩემს თავთან შეგაერთე; „მჭამე, — ვთქვი, — მსვი"...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა მას მამისა ჩემისასა“ (26,29).:
...მკუდრეთით, სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, რომელნი-იგი პირველ განდგომილნი იყვნეს და წარწყმედულნი, ვითარცა პავლე იტყჳს: „უცხო ცხორებისაგან, სასოებაჲ არა აქუნდა და უღმრთო იყვნეს სოფელსა შინა. ხოლო აწ ეგერა ქრისტე იესუჲს მიერო თქუენ ეგე, რომელნი იყვენით ოდესმე შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა ქრისტესითა“. ამას სახელ-სდებს აწ სასუფეველად - აღდგომასა თჳსსა, ოდეს-იგი სუფევდა ღმერთი წარმართთა ზედა და იჴსნნა იგინი მონებისაგან ეშმაკისა. და ეტყჳს მოციქულთა, ვითარმედ: „არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა სასუფეველსა მამისა ჩემისასა“.
ხოლო რაჲსათჳს სუა უფალმან შემდგომად აღდგომისა? რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ: უცნებაჲ იყო აღდგომაჲ იგი. რამეთუ სახედ აღდგომისა აღესრულებოდა და დასამტკიცებელად მიღებაჲ იგი ჭამადისა და სასუმლისაჲ. ამისთჳს მოციქულნი იტყოდეს: „რომელი-იგი ღმერთმან აღადგინაო მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ, რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა“.