თარგმანი: რასა მოაჴსენებს თჳნიერ პირველსა სიგლახაკესა, რომლისაგან განმდიდრებულთა, არა ხოლო კუალად დაგლახაკებაჲ, არამედ ყოვლად მოჴსენებაჲცა საძნაურ უჩნს პირველისა საგლახაკისაჲ. ხოლო ჴორცითა წარმართობაჲ და ჴორცითა წინადაცუეთილებაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიაობასა და წარმართობასა ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულთასა, ცუდსახელობითღა ერქუმის ჰურიათაგანთა უზეშთაეს, და წარმართთაგანთა — უდარეს, ვინაჲთგან ერთ არს და სწორ-ქმნილ ქრისტე იესუჲს მიერ წინადაცუეთილებისაგანი და წინადაუცუეთელობისაგანი. ამისთჳს თქუენ, წარმართთაგანთა, წინადაუცუეთილებისაგანი არღარად სხუად, არამედ სახელისა ხოლო და ნათესავისა შესასწავებელად გერქუმის მათგან, რომელთა-იგი ერქუა წინადაცუეთილება, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა. ესე იგი არს, ვითარმედ წინადაცუეთილებაჲ მათი ჴორცთა ოდენ წინა-დაეცჳთებოდა, ჴელთა კაცობრივთა მოქმედებითა, და ვერღარას სხუასა უმაღლესსა გულისჴმისყოფასა მიიწეოდა.
ეფესელთა მიმართ 2:11
10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
ეფესელთა მიმართ თავი 2